|
2018-12-05 14:46:11, 1214 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე კატალპები მინდვრის ნეკერჩხლებით იცვლება
ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე დაზიანებული კატალპები ექვსმეტრიანი მინდვრის ნეკერჩხლებით იცვლება. ხეების დარგვის პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, კატალპები, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე 2011 წელს დაირგო, არსებული ურბანული კლიმატისთვის შესაბამისი არ იყო, რამაც მათი დაზიანება გამოიწვია. „დღეს კატალპებს, რომელიც წლების წინ დაირგო, ნეკერჩხლებით ვანაცვლებთ. ჩანაცვლების აუცილებლობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ეს მცენარე ურბანული გარემოსთვის არასწორად იყო შერჩეული. სწორედ აღნიშნული მიზეზით, 180-ვე ხე დაზიანდა - ვერ გაიზარდნენ და დაავადდნენ. ნეკერჩხლები იმ ნუსხიდან შეირჩა, რომელიც წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტისა და ექსპერტების მიერ დამტკიცდა. ექვსმეტრიანი, 200-მდე ნეკერჩხალი აღმაშენებლის გამზირზე დაირგვება და ვფიქრობ, ისინი ამ უბანს ძალიან დაამშვენებს. ასევე, გასათვალისწინებულია, რომ ეს მცენარე თბილისის კლიმატისთვის და არსებული გარემოსთვის ადეკვატურია. დარწმუნებული ვარ, ამით ძალიან კმაყოფილი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, აღმაშენებლის გასამწვანებლად არასწორი სახეობების შერჩევის გამო წუხდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, დაზიანებულ ხეებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში გადაიტანენ, სადაც ისინი გაისხვლება და შეიწამლება, რათა შესაბამის ადგილზე გადაირგოს. აღნიშნული ჩანაცვლების შესახებ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას, რომ არასწორად შერჩეული სახეობის ხეები, ახალი ნერგებით ჩანაცვლებულიყო. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე, თბილისში 12 000 მერქნიანი მცენარე დაირგვება.
(NS)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)