14:39 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 20:23:17, 1451 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ნიკა რურუას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნიკა რურუა გამორჩეული პოლიტიკოსი იყო.

„ნიკა იყო ჩემი მეგობარი. ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის, ყველა ეტაპზე საინტერესო იყო. ნიკა იყო ბევრ კულტურის მინისტრს შორის გამორჩეული კულტურის მინისტრი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

„მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics