|
2018-12-03 14:23:40, 970 ნახვა
საზოგადოება
რატიანი: მოვითხოვ, განათლების სამინისტრომ უპასუხოს იმ კითხვებს, რომლებიც მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე
„მოვითხოვ, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ახსნას მისი მოტივაცია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რატიანი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს სადამსჯელო საშუალებად იყენებს. „უკვე არაერთი შემთხვევაა, როცა განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. სწორედ ასე იმოქმედა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან მიმართებაშიც. აუდიტის სამსახურის ვიზიტი ზუგდიდში სამინისტროში მოქალაქის განცხადების შემოსვლის დღესვე (8 ნოემბერი) დაიგეგმა და მეორე დღიდან (9 ნოემბრიდან) დაიწყო აღნიშნული სამსახურის მიერ სკოლის ეგრეთწოდებული შემოწმება, რაც უკვე საჩვენებელი დამსჯელი ღონისძიება იყო წინასაარჩევნოდ ყველა დაუმორჩილებელი დირექტორისთვის. აუდიტის სამსახურის სადამსჯელო ჯგუფის ერთი და იგივე შემადგენლობა ფიგურირებს პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლებული საგანმანათლებლო სისტემის არაერთი წარმომადგენლის საქმეში, მათ შორის აღსანიშნავია თბილისის 51-ე და 53-ე საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხი, რომლებშიც სასამართლომ უსაფუძვლოდ და არარელევანტურად ცნო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და ორივე შემთხვევაში გააბათილა მათი გადაწყვეტილება. ერთი და იგივე ფორმითა და დასკვნით 2012 წლიდან დღემდე ასზე მეტი საგანმანათლებლო სისტემის ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების საქმეა და მათთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი თითოეულ საქმეში პოლიტიკური ანგარიშსწორების არსებობის შესახებ. მოვითხოვ, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ახსნას მისი მოტივაცია“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)