|
2018-12-01 18:33:53, 1548 ნახვა
სამართალი
28 ნოემბერს ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ჯ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მან, 28 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, მ.ც.-ს მიმართულებით განახორციელა მრავალჯერადი გასროლა. თავისა და ზურგის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად მ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2018 წლის 28 ნოემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. ჯ.ა.-სთვის საქართველოს ს.ს.კ. 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)