19:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 16:17:29, 642 ნახვა

რეგიონი
პრემიერის დავალებით, დასავლეთ საქართველოს სამივე რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პრემიერ-მინისტრის დავალებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მეორე დღეა, ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ, - ამის შესახებ „ექსპრენიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.  რეგიონების დიდ ნაწილს ეტაპობრივად უკვე აღუდგა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამივე რეგიონში მეორე დღეა, ატარებს სტიქიის სალიკვიდაციოაუცილებელ ღონისძიებებს; აქტიურადმიმდინარეობს ზარალის შეფასება; იმერეთსა და სამეგრელოში უკვე დაიწყო  კორპუსების დაზიანებული სახურავის აღდგენისა და გადახურვის პირველადი სამუშაოები.

ვიცე - პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პირადად ეცნობა სტიქიის შედეგად სამეგრელოს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას. რეგიონში მოქმედი საგანგებო შტაბი ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მოხდეს მყისიერი რეაგირება დაზარალებულთა დასახმარებლად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას, სამივერეგიონში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ამ წუთებშიც ეხმარებიანმოქალაქეებს დაზიანებული საცხოვრებელისახლების სახურავების შეკეთებაში და წმენდენწაქცეული ხეებისგან ჩახერგილ გზებს. 

პრემიერ-მინისტრის დავალებით,  განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ  შტაბები, შესაბამისი სამინისტროები და სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა  არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დარჩეს მარტო იმ პრობლემის წინაშე, რაც მათ სტიქიის შედეგად მიადგათ“, - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics