|
2018-11-30 15:58:41, 884 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ტელეკომპანია „იმედს“ უნდობლობას უცხადებს
„TV imedi! პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ სამარცხვინო, ჯიბის ტელევიზია. კომენტარზე ჩემთან აღარასოდეს მოხვიდეთ“, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ რეპორტაჟს. საქმე ეხება იმედის ეთერში გასულ სიუჯეტს, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლის ინტერვიუ არასწორ კონტექსტში იყო გამოყენებული. სიუჯეტის მიხედვით, სამი არასამთავრობო ორგანიზციის: „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ გავრცელებული განცხადება, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა არასანდო იყოს. „დღეს ჩვენთან მოვიდა ტვ „იმედის“ ჟურნალისტი, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში ვუხსნიდი (უკვე მერამდენედ), რატომ ვისაუბრეთ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზე საჯაროდ და რატომ არის მნიშვნელოვანი, პროკურატურამ გამოძიოს მსგავსი შემთხვევები. ჟურნალისტი კი სვამდა პროვოკაციულ კითხვებს და ვატყობდი, რომ რაღაც სასურველი ვერსიის აწყობას ცდილობდა. თუმცა, ასეთ სიუჟეტს ნამდვილად არ მოველოდი. ისე დაჩეხეს და დაამონტაჟეს კომენტარები, რომ ჩვეულებრივ იდიოტებად გამოგვიყვანეს. ეს აღარ არის ჟურნალისტიკა. ჰოდა, TV imedi! პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ სამარცხვინო, ჯიბის ტელევიზია. კომენტარზე ჩემთან აღარასოდეს მოხვიდეთ. თუ რამე გაინტერესებთ ჩვენგან, დაგვპატიჟეთ გადაცემაში და პირდაპირ ეთერში ნახოს მაყურებელმა, ვინ აჯობებს სიტყვა-პასუხში. ნახოს ხალხმა, ვინც ხართ რეალურად. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ნატროშვილი.
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)