01:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 15:12:27, 2501 ნახვა

ეკონომიკა
არჩვაძე: 6,7%-იანი ეკონომიკური ზრდა პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და დამაიმედებელია - ბიზნესისთვის

„ეკონომიკური ზრდა 6,7 პროცენტის ოდენობით საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილური ეკონომიკური გარემოა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა. 

ეკონომიკის დოქტორმა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში და მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის პირველი სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს. სოსო არჩვაძის თქმით, ზრდის აღმავალი ტრენდი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს. 

სოსო არჩვაძემ კიდევ ერთ პოზიტიურ მომენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ბიზნეს სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მაღალი ტემპია.

„ამ საწარმოების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.7 ჯერ აღემატება ეკონომიკის ნომინალურ ზრდას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ უფრო და უფრო მზარდი წილი უკავია ეკონომიკური მაჩვენებლების ფორმირებაში ბიზნეს სექტორს. შესაბამისად, უფრო ნაკლები სახელმწიფო მართვას, ბიუროკრატიას და ეს არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს,“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

მისი თქმით, ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეკონომიკურ ზრდაში მზარდი როლი ისეთ დარგებს მიუძღვის, რომლებიც მაღალი ზრდის ტემპით რამდენიმე თვის წინ არ გამოირჩეოდნენ. ეკონომიკის ექსპერტმა ერთ-ერთ ასეთ დარგად მოიყვანა მშენებლობა, სადაც ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია რამდენიმე თვეში წარმატებით დაიძლია და 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელში თავისი პოზიცია ფუნქცია შეასრულა.  

„ეკონომიკას უყვარს სტაბილურობა და იმედია, არაფერი შეუშლის ხელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტრენდის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics