2018-11-30 14:36:13, 1046 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
6-7 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მილანს ეწვევა, სადაც ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო უწყების ინფორმაციით, პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სუამის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, გაიმართება სუამი-კანადის შეხვედრა.
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ეუთო-ს გენერალურ მდივანს - ტომას გრემინგერს, ODIHR-ის დირექტორს - დინგიბიორგ გისლადოტირის და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს რუდოლფ მიხალკას, ჯიჰან სულთანოღლუს და ტოივო კლაარს.
ავტორი: ,