|
2018-11-30 14:10:22, 3023 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
საომარი მდგომარეობის პერიოდში 16-დან 60-წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ამის შესახებ Unian იუწყება. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის უფროსის პეტრ ციგიკალის განცხადებით, მისი უწყება საბრძოლო მზადყოფნის პირველ დონეზეა გადაყვანილი, ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის გასწვრივ საზღვარს კი, გაძლიერებულად იცავენ. ციკეგალის განმარტებით, გამონაკლისი იქნება ჰუმანიტარული ხასიათის მგზავრობები, მათ შორის, დაკრძალვაზე დასწრება. ცნობისთვის, უკრაინის 10 რეგიონში საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)