2018-11-30 11:36:26, 918 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ველოდებით საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან მუშაობას
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა.
როგორც პალადინომ აღნიშნა, აშშ ასევე ელოდება, რომ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე გაგრძელდება.
„აშშ ელოდება საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმ.
ავტორი: ,