|
2018-11-30 10:32:43, 1487 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით აშშ-ში შეხვედრები გამართა
28-29 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხვადასხვა კომიტეტების მრჩევლებს საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) თანაშემწეებს ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის, და შრომის საკითხებში. შეხვედრების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე. წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გამართულ შეხვედრებზე გენადი არველაძემ ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც ასევე აუცილებელია ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ურთიერთობების გაფართოებისთვის. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში გამართულ შეხვედრაზე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გამართული დისკუსიის დროს მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების მნიშვნელობაზე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ორი მსხვილი პროგრამის პროექტის განხორციელებაზე, რომელიც საგრძნობლად დაეხმარება სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში და ხელს შეუწყობს ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას ქვეყანაში. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა USAID - ის სამომავლო ქვეყნის სტრატეგია და გზამკვლევი, რომელსაც მომავალ წლებში აღნიშნული სააგენტო განახორციელებს საქართველოში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სფეროში. 29 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მოხსენებით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დროსაც აშშ-საქართველოს ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აღნიშნული მიმართულების გაღრმავების მიზანშეწონილობაზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ვაჭრობის საკითხებში. გენადი არველაძე აგრეთვე შეხვდება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საფინანსო კომიტეტის დირექტორს საერთაშორისო საკითხებში.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)