|
2018-11-29 19:07:47, 1161 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი მხარდამჭერებს: კვირას საქართველო ფეხზე დადგება და უარს ეტყვის ივანიშვილს
„დიდი მადლობა ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის, რომელიც გუშინ მოვიპოვეთ“, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს. სააკაშვილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მოქალაქეებს კვირას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. „ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად გია ვაშაძე აირჩია. მივესალმები ხალხის პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს, მივესალმები გაერთიანებულ ოპოზიციას. ჩვენი ძალა ერთობაშია, ერთობით გავიმარჯვებთ. ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ჩვენი ხალხი, ეს უკვე დავინახე ეს ზოგიერთ გამონათქვამში, ხალხი კარტოფილზე გაიყიდა, ხალხმა ფული აიღო, რა შუაშია ხალხი, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა, ნუ ადანაშაულებთ ხალხს, ივანიშვილს ეს უნდა. დამნაშავე მხოლოდ ბინძური ბიძინა ივანიშვილია, საქართველო დაუძინებელი მტერი. ახლა არის მცდელობა, რომ დავიწყოთ ძებნა ჩვენს რიგებში დამნაშავეების, ეს ივანიშვილის თამაშია, ნურავინ შეყვებით თამაშში. დამნაშავე არის მხოლოდ ერთი - საქართველოს მტერი ივანიშვილი. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, ასეთი ცუდი დასკვნები საქართველოს არჩევნებში არ გაკეთებულა 2003 წელსაც კი. ამ დასკვნების თანახმად, არჩევნებზე იყო მასობრივი ძალადობა, გაყალბება. ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს გაყალბებული არჩევნების შედეგებს, მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა მათი ლეგიტიმურობა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაღიაროთ. კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში, კვირას საქართველო ფეხზე დადგება და ეტყვის უარს ივანიშვილს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)