|
2018-11-29 17:34:55, 3073 ნახვა
მსოფლიო
„ბრავო ზურაბიშვილს, დღეს ცოტათი ქართველები ვართ!“ - ფრანგი ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილს ნაპოლეონს ადარებს
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ის ფრანგია, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვანსან ერვუემ ფრანგულ რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა. "ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს გარდა საფრანგეთისა. ზურაბიშვილმა "მაჩოისტურ" ქვეყანაში შეძლო გამარჯვება. ამგვარად, ბრავო სალომე ზურაბიშვილს - დედას და ბებიას, უმაღლესი კატეგორიის ჩინოსანს, 30 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატს. საქართველო მისი წინაპრების ქვეყანაა, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იდევნებოდნენ. ამ დილით ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ! ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქვეყანას ყოველგვარი თანამდებობის გარეშე მართავს ზურაბიშვილი ჯერ დეპუტატად აირჩია, შემდეგ კი პრეზიდენტად აარჩევინა. სალომე ზურაბიშვილს თავის ხასიათი აქვს, მისი ამბიცია არის რუსეთთან უფრო ჭკვიანი იყოს და მიიჩნევს, რომ პატარა ქვეყანა პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს", - ამბობს ჟურნალისტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)