|
2018-11-29 16:50:55, 1193 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ასეთი კრიტიკული შეფასებები საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება
„ასეთი კრიტიკული შეფასებები საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება, არც მე და არც არავის ვინც ამ საკითხს ადევნებს თვალს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხვალ ჩატარდება პოლიტიკური საბჭოს სხდომა და არცერთ შემთხვევაში არ იქნება მოწოდებები ჯარის ან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაუმორჩილებლობის თაობაზე. „ჩვენ ახლა ვიხილეთ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა, მინდა გითხრათ, რომ შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე არც არავის ვინც ადევნებს ამას თვალყურს ასეთი კრიტიკული შეფასებები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, იმ ჯგუფებისგან ვისი ფუნქციაც არის შეფასება საარჩევნო დემოკრატიის საქართველოში. ეს არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის საკითხში. კიდევ ერთი, ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს დემოკრატიისთვის. უმძიმესი დარტყმა მიაყენა მან საქართველოს დემოკრატიას გუშინაც და ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. დაშინება, მოსყიდვა, ფარულობის სისტემური დარღვევა ამ არჩევნებზე, ეს კომბინაცია აი ამ სამი ფაქტორის როგორც მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებისთვის და ქართული დემოკრატიისთვის. ვიმეორებ, კიდევ ერთხელ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის მომავალს და ეს კიდე უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შევიმუშავოთ სტრატეგია, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს სტრატეგიაში არცერთ შემთხვევაში არ იქნება მოწოდებები ჯარის ან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაუმორჩილებლობის თაობაზე ან რაიმე იმ ტიპის ნაბიჯი რაც საქართველოს სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. მთავარი საფრთხე სტაბილურობის, დემოკრატიის საქართველოს საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და ეს დასტურდება იმ უმძიმესი შეფასებებიდანაც რაც ვნახეთ ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან ამ არჩევნებზე. ხაზგასმულია, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ მდგომარეობა ხარისხობრივად გაუარესდდა პირველ და მეორე ტურებს შორის. ანუ ეს პრობლემები იქამდეც არსებობდა რაც ჩვენ ვნახეთ პირველი ტურის დასკვნაში, მაგრამ პირველ და მეორე ტურამდე ახალ ხარისხში აიყვანეს ეს პრობლემა. ვიმეორებ: მოსყიდვა, დაშინება, ფარულობის დარღვევა, კომბინაცია ამ ფაქტორების, რაც დავინახეთ ჩვენ ამ არჩევნებზე, როგორც მთავარი გამოწვევა და, ზოგადად, როგორც ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის თავისუფალი და ნორმალური განვითარებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)