|
2018-11-29 16:41:45, 927 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: პარტიის სამოქმედო გეგმაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის
„პარტიის სამოქმედო გეგმაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის. სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხვალ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდება თუ როგორია მათი საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და რა გზას აირჩევს პარტია სამომავლოდ მუშაობის მხრივ. „რათქმაუნდა ის მძიმე შეფასებები ,რომელიც გვქონდა გუშინ არჩევნების ხარიხსთან დაკავშირებით ძალაშია და განვლილი ღამის განმავლობაში გამოჩნდა, კიდევ უფრო მეტი დარღვევა რაც ამტკიცებს ჩვენში, იმ აზრს ,რომ აღნიშნული არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე და შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი, ქართული დემოკრატიისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ვისმჯელებთ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ ისიც ,რომ პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში, არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის და ჯარის დაუმორჩილებლობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, ‘’ევროპული საქართველოსთვის‘’ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე. ჩვენ მიგვაჩნია ,რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ივანიშვილის ხელისუფლება და ის მეთოდები ,რა მეთოდებითაც გუშინ ჩაატარა არჩევნები. სწორედ აქედან გამომდინარე მთელი პასუხისმგებლობით მივიღებთ, ისეთ გადაწყვეტილებას ,რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)