|
2018-11-29 15:24:36, 1109 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო: მეორე ტურს დადებითად ვაფასებთ, თუმცა მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარგარეტა სედერფელტი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დადებითად აფასებს. ამასთან, როგორც სედერფელტმა აღნიშნა, მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. "საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველად გაიმართა. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობამ ქვეყნის მტავარსარდალი პირდაპირი წესით აირჩია. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია თავისუფალ გარემოში დაეფიქსირებინათ. მეორე ტური საკმაოდ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. საარჩევნო პროცესს პოზიტიურად ვაფასებთ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო, მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება ობიექტური და ხარისხიანი ინფორმაცია მიეღო", - განაცხადა სედერფელტმა. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)