12:44 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 14:10:03, 1737 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვა ჯერ არ მიმიღია, ველოდები

„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე არ ვოცნებობდი რაღაც საბჭოთა სტილის  70-80%-იან გამარჯვებაზე“, - ამის შესახებ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე სრულებით არ ვოცნებობდი რაღაც საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე - 70-80%-იანზე. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება, რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა, ეს არის დემოკრატია, ეს არის ნიშანი, რომ საზოგადოება არის დამწიფებული და არის მზად დემოკრატიისთვის",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვას - მიიღო თუ არა მილოცვა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისგან, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „სამწუხაროდ ჯერ არა, ველოდები“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics