|
2018-11-29 13:04:20, 1012 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი მზადაა ქალბატონ ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთვის
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. უწყება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა მხარდაჭერას უდასტურებს და ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. „საპრეზიდენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში, დამოუკიდბელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩეული იქნა საქართველოს პრეზიდენტად. საფრანგეთი მას ულოცავს გულწრფელად და უსურვებს წარმატებას საკუთარი ფუნქციის განხორციელებაში. საფრანგეთი მზადაა ქალბატონ ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთვის ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული საუკეთესო და უძველესი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ჰქონდეს ჩვენი ძლიერი განზრახვის იმედი, გავაგრძელოთ საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)