|
2018-11-29 13:03:45, 1026 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: გამგებელი, „ძველი ბიჭი“ და პოლიციელი გვერდიგვერდ იდგნენ საარჩევნო უბანზე
„ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზოციის - „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგე განაცხადა, ვაშძემ არჩევნების მეორე ტური შეაფასა. ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად ზეწოლისა მოქალაქეებმა მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს. „ჩვენ გვქონდა რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ძალადობა "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს იყო მასობრივი მოსყიდვა ადამიანების, ფულით ტყუილით. მეორე, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც კი არ შეიძლება დავარქვათ ამას, პირდაპირ საარჩევნო უბნებზე გამგებლები და მერები. მესამე, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე პირდაპირი ძალადობა, როდესაც ადამიანებს აიძულებდნენ ეჩვენებინათ ვის დაუჭირეს მხარი. მეოთხე ეს არის გაყალბება, როგორც პირადობის მოწმობების, ასევე ე.წ. კარუსელების ტრიალი და მეხუთე, ალბათ ყველაზე საგანგაშო, ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს, რომელთა ერთადაც გვერდი-გვერდ იდგნენ საჯარო მოხელეები, გამგებლები, საკრებულოს ხელმძღვანელები, სამინისტროს მაღალჩინოსნები, პოლიცია და კრიმიალები ერთად იდგნენ საარჩევნო უბნებთან, ეს არის ყველაზე საგაგაშო და სამწუხარო გარიგება, რომელიც მათ დადეს ქურდულ სამყროსთან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)