|
2018-11-29 11:14:15, 1167 ნახვა
პოლიტიკა
იუნესკო-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა
იუნესკო-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკო-ს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს. 2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ, აღნიშნული საკითხი, გადაიგზავნა იუნესკო-ში, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით. UNESCO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჭიდაობა არის უძველესი საბრძოლო ხელოვნება, რომლითაც საქართველოს არაერთ რეგიონში, სოფელსა თუ თემში მცხოვრები მამაკაცი იყო დაკავებული. ჭიდაობის ტრადიციას ინარჩუნებდნენ და ავრცელებდნენ ახალგაზრდები, ქალაქის მცხოვრებლები, სპორტული კლუბები, სასწავლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაცია. UNECSO-ში აღნიშნავენ, რომ ქართულ ჭიდაობას 200-ზე მეტი რთული ილეთი და კომბინაცია აქვს, რაც მებრძოლთა შემოქმედებით უნარზეც მიუთითებს. ჭიდაობა ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და კულტურებს შორის დიალოგს ახალისებს. ჭიდაობის წრეები დღეს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა თუ დასახლებაში არის გახსნილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)