|
2018-11-29 00:52:50, 1055 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში იგებს
სალომე ზურაბიშვილი -60 %, გრიგოლ ვაშაძე - 40% - ეს არის პრაქტიკულად ოლქიდან მიღებული ბოლო მონაცმეები, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები შესაბამისი საარჩევნო უბნებიდან“ - ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე დათვლილია დაახლოებით მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი ხმა, დასათვლელი დარჩა დაახლოებით 300 000 ხმა. „ძირითადი მონაცემები უკვე შეჯამებულია, შესაბამისად, არ ველოდებით პროცენტების არსებითად ცვლილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გვაქვს 61% მაჩვებელი, თითქმის უკვე დასრულებულია უბნების დათვლა და არსებული მონაცმებით, სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში. რაც შეეხება რაოდენობებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა, თითქოს 900 000 ხმა აიღო გრიგოლ ვაშაძემ, რაც არასწორია, მისი მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება 900 000 ხმას. „ნაციონალური მოძრაობის წევრები აქაც კი იტყუებიან. ეს არის საერთო სურათი, რომელიც არის წარმოდგენილი ამჟამინდელი მდგომარეობით. ეს მაჩვენებლები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)