|
2018-11-29 00:26:42, 1227 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია: საუბნო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 289 საჩივარია შემოსული
„საუბნო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 289 საჩივარია შემოსული“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცესკო ყველა საჩივარზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. „მინდა აღვნიშნო, რომ საჩივრების შეტანას აქვს თავისი წესი. ოქმის შედგენიდან 2 დღის განმავლობაში ისინი შეიძლება წარდგენილ იქნას საოლქო საარჩევნო კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიები მას იხილავენ ორი დღის ვადაში და ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში იყო მზად, მოეხდინა რეაგირება ნებისმიერ საჩივარზე. თუმცა, რა თქმა უნდა იმ საჩივრებზე, რომელსაც ექნება არსებითი საფუძვლები. ყველა მათგანი იქნება განხილული და კანონით დადგენილ ვადაში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი შედეგებით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. კერძოდ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, 1181 უბანის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 57% (262 846 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 43% (195 305 ხმა).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)