|
2018-11-28 23:52:29, 3537 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
ცესკოს წინასწარი შედეგებით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. კერძოდ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, 1 181 უბნის (32%) მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 57% (262 846 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 43% (195 305 ხმა). „ეს შედეგები ცხადია შეიცვლება ეტაპობრივად. ამავდროულად ამ წინასწარი შედეგების შემდგომ, ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოებას ლაივ რეჟიმში ექნება შესაძლებლობა, რომ მუდმივად განახლებადი წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ჯერ კიდევ გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიებში ოქმების შემოსვლა. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გვექნება განახლებული შედეგები და გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია ეტაპობრივად წინასწარი შედეგების შესახებ“, - განაცხადა თამარ ჯვანიამ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)