|
2018-11-28 22:11:38, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა - ვიდეო
კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებზეც, უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციას საარჩევნო უბნებზევე ჰქონდა რეაგირება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ. მისი თქმით, „დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 1 739 ზარი და 522 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. შეგახსენებთ, „კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 72.72 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 43.12 %. რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55.9%. ამომრჩეველთა აქტივობამ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, 20:00 საათისთვის 46.74%, (1 637 956 ამომრჩეველი) იყო. არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)