11:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 15:15:41, 1636 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი: აბაშაში „ოცნების“ დეპუტატი მიყვება ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში და აკონტროლებს ხმის მიცემის პროცესს

„აბაშაში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი პირადად მიყვება ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში და აკონტროლებს ხმის მიცემის პროცესს”, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზოციის - „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილა ბრიფინგზე განაცხადა.

უდუმაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის მათ მიერ დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზეც ისაუბრა.

„ვაკის 51-ე უბანზე დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევები პირდაპირ ღიად. უბანთან ახლოს დგანან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ფულს არიგებენ. ამის ვიდეომასალა არსებობს. ვაკის მე-11  უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს, აქ პირდაპირ უბანში გახსნილია „ქართული ოცნების“ შტაბი და იქ მიმდინარეობს სიების გადამოწმება. ჩვენი დამკვირვებლები შევიდნენ და ნახეს მაგიდაზე გაშლილი სიები. მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა ეს ფაქტი დააფიქსირეს, ამ უბანზე მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ გარკვეული პირების მობილიზება  მათ ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს დამვკირვებელს. ადგილზე იყო გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და  საპატრულო პოლიციაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აბაშაში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი პირადად მიყვება ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში და აკონტროლებს ხმის მიცემის პროცესს. მათ ნაცვლად ხაზავს კანდიდატს. ბოლნისის რაიონში, სოფელ ხიდისყურის 37-ე საარჩევნო უბანში, პარლამენტარ გოგი მიშველიანის ძმა, რომელიც არის საკრებულოს წევრი, გოჩა მიშველიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენ წევრს, სამირა ისმაილოვას. პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics