|
2018-11-28 11:35:20, 1515 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი აქტივისტებს: არავის მისცეთ შესაძლებლობა, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს - ვიდეო
„სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების და რუსთავი 2-ის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ დაძაბული საარჩევნო ფონი იქნას წარმოჩენილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების პროცესი საერთო ჯამში მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს და ამას ადასტურებენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან. ჩუგოშვილმა ასევე პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა: „სხვა ინფორმაციებთან ერთად, ასევე გავრცელებული იქნა ინფორმაცია პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებულნი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის მანძილზე, როგორც ეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ამიტომ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს მოვუწოდებთ, ნუ შეეცდებიან პროცესების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩამოთვლილ ქმედებებში რაიმე დარღვევა იყოს და ეს ასე არ არის“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა. მან ასევე მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, ნებისმიერ პროვოკაციას მხოლოდ კანონის ფარგლებში უპასუხონ. „მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ აქტივს, იმუშავეთ მშვიდად. გვაქვს თხოვნა, რომ მხოლოდ კანონისმიერი პასუხით უპასუხოთ ნებისმიერ პროვოკაციას, რაც თქვენს მიმართ შეიძლება განხორციელდეს. ყველა დარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო დღე წარიმართოს მშვიდად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში დააფიქსირონ ნება, შესაბამისად არ მისცეთ არავის შესაძლებლობა დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში,. ეს არის მოწოდება პირველ რიგში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და შემდგომ დანარჩენი პირების მიმართ, რომელნიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)