|
2018-11-28 11:09:53, 1415 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე, პირველ ტურთან შედარებით, ბევრად მძიმე მდგომარეობაა
გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე არჩევნების პირველ ტურში იყო. ვაშაძემ ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე იმ კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა, როემლიც ამ დროისთვის დაფიქსირდა. „სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო უბებზე, პირველ ტურთან შედარებით ბევრად მძიმე მდგომარეობაა. გურჯანის მერვე საარჩევო უბანზე წიასწარ ხელმოწერილი არის ოქმი, ერთადერთი მხოლოდ ჩვენი კომისიის ხელმოწერა აკლია, ეს არის გაუგოარი დარღვევა. 8 საათზე უკვე ოქმი შეავსეს წინასწარ და ფიქრობენ, რომ წინასწარ ჩაწერენ ამ ყველაფერში ყველა მონაცემს. ეს არის კანონდარღვევა და წარმოუდგნელი რაც ხდება. ძალიან საგანგაშო მდოგმარეობა არის გურჯაანის რაიონში, სადაც ფაქტობრივად ფიზიკურად ძალდობენ პოლიციის ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელძღვანელები, გურჯაანის სოფელ ჯადარში ანა რუაძე ჩვენი წარმომადგენელი, იმიტომ რომ ყველა უბანზე 21-ე. 26-ე, 27-ე უბნებზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად ადამიაჯებს კაბინიდან გამოსვლის მერე აიძულებენ გახსნან ბიულეტენი, ანუ ფარულობა დაარღვიონ და აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს შესაბამისი კანდიდატი. ჩვენ ყველა ამ კანონ დარღვევას ავსახავთ. ასევე, მარნეუოლის 59-ე უბანზე იმყოფება საკურებულოს თავჯდოამრის მოადგილე მამუკა ნავერიანი რომელიც აიძულებს ამომრჩეველს ღიად აჩვენოს ბიულეტინი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)