2018-11-28 00:41:55, 1217 ნახვა
პოლიტიკა
28 ნოემბერს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
პრეზიდენტის ინაუგურაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე კვირა დღეს ტარდება. მთავარსარდალი ფიცს ღვთისა და ერის წინაშე დებს.
მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე წყდება.
ცნობისთვის, ხვალ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება. ესენია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი, 37,73%.
ავტორი: ,