|
2018-11-27 17:27:32, 1410 ნახვა
კომენტარი
ზაალ ანჯაფარიძე - რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს
„არჩევნების მეორე ტურზე, ოპოზიციის მხრიდან აქცენტის გადატანა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ამით თუ შეძლებენ „რევოლუციური სცენარისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას“,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრამდე საჯარო სივრცეში უკვე იმდენი დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ბინძური პოლიტტექნოლოგიების ინსტრუმენტები და მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მუქარა დაგროვდა, რომ ეს არჩევნები ამ კუთხით, თამამად შეიძლება რეკორდსმენად ჩაითვალოს. „გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებაზე სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთად, უმთავრესი პასუხისმგებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის საოლქო და საუბნო კომისიებს ეკისრებათ. ბუნებრივია რომ 28 ნოემბერს სწორედ ცესკო იქნება მომეტებული ყურადღების, მათ შორის არაჯანსაღი ყურადღების და შესაძლოა, დარტყმის ობიექტი”,- განაცხადა ანალიტიკოსმა, რომლის აზრით, პირველ ტურში არსებული მცირე ხარვეზების მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს მუშაობა ძირითადად დადებითად შეაფასეს. „არავინ დავობს, რომ უკიდურესად დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ატმოსფეროს პირობებში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, ხელი ოპოზიციამ, კერძოდ კი „ნაცმოძრაობამ“ და მის ირგვლივ დაჯგუფებულმა წვრილმა პარტიებმა და პერსონებმა შეუწყვეს, ამ არჩევნბზე აქა იქ იფეთქეს ძალადობის აქტებმა, რაც ნამდვილად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეაგირება დარღვევებზე მყისიერი იყო. ამის თვალსაჩინო მაგალითია, რეაგირება სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებაზე ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის შესახებ, რომლის შემდეგ მათ თავდაპირველი შეტევითი ტაქტიკიდან გადახვევა და უკან დახევა მოუწიათ“ - აღნიშნა ზაალ ანაჯაფარიძემ. მისივე განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუ რამდენად ჯდება ცივილური საარჩევნო პროცესის ფარგლებში, არჩევნების წინა დღეს ის, რომ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფაქტობრივმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ღიად, საჯარო ვიდეომიმართვის სახით დაანონსა საპროტესტო აქციები და გადატრიალებისკენ მოწოდება, თუ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამარცხდება. ანალიტიკოსი ხელისუფლებას ურჩევს, უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოს საარჩევნო პროცედურების და სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, რათა ყველაზე უფრო სკეპტიკურმა და მიკერძოებულმა დამკვირვებელმაც ვერ შეძლოს რაიმე კრიტიკულის დაწერა. „ხელისუფლებამ უფრო ინტენსიური კონტაქტი უნდა დაამყაროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მუდმვ რეჟმში მიაწოდოს ინფორმაცია. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროვოკაციების აღკვეთა და საუკეთესო შემთხვევაში მათი პრევენცია. თუმცა, პროვოკაციების ალბათობა სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
(NS)
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)