|
2018-11-27 11:06:40, 2611 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ქერჩის სრუტეში განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს გმობს და ორივე მხარეს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს. „ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოხატავს შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს. აშშ-ი გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებას. მოვუწოდებთ მოსკოვს დაუბრუნოს უკრაინას ხომალდები, დაკავებული ეკიპაჟის წევრები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ჩვენს ყირიმის დეკლარაციაშია აღნიშნული, აშშ-ი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას“,- ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)