18:56 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 15:53:37, 2321 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: რუსეთს ქერჩის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო, შესაძლო სანქციები არ ადარდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციები არ ადარდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Tass ავრცელებს.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტი დაირღვა, სანქციების სამიზნე გახდეს.

"ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია არ გვადარდებს. რა თქმა უნდა, სანქციები ყოველთვის ცუდია, თუმცა, როდესაც იმ ინციდენტების გამო, რომელიც გუშინ ვიხილეთ, მხარე, რომლის სუვერენიტეტი დარღვეული იყო, შესაძლოა ახალი სანქციების ობიექტად განიხილებოდეს, ამგვარი პოლიტიკის კომენტირება გვიჭირს. რთულია იმის იმედის ქონა, რომ გავლენას მოვახდენთ იმ ადამიანებზე, ვისაც მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებს - ახალი საბაბი გამონახონ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე შეფასებით, აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტი პროვოკაციაა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics