|
2018-11-26 14:48:44, 6606 ნახვა
High - Tech
ილონ მასკი Tesla-ს დახურვას აანონსებს
კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა პროექტის დახურვა დააანონსა. ბიზნესმენმა განცხადება ტელეკომპანია HBO-ს ეთერში გააკეთა. მასკის თქმით, კომპანია ძალიან ბევრ ფულს კარგავს: "თუ უახლოეს მომავალში ამ პრობლემებს არ გადავჭრით, ჩვენ "მოვკვდებით". ძალიან რთულია ამ ფინანსური პრობლემების მოგვარება", - დასძინა მასკმა. მისივე მტკიცებით, კონცერნს არსებობის რამდენიმე კვირა დარჩა. ეს მასკის პირველი განცხადება არ გახლავთ. გაკოტრების შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ მაისში გააკეთა, მაგრამ მაშინ ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რადგანაც ბიზნესმენმა ის საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით გააჟღერა. შეგახსენებთ, რომ ილონ მასკს "აშშ-ის ძვირფასი ქაღალდების კომისიასთან" (SEC) დაკავშირებული უთანხმოებების გამო Tesla-ს კონცერნის დირექტორების საბჭოს წევრობის სტატუსი შეუჩერდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ორგანომ მას ჯარიმის სახით 20 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)