|
2018-11-26 13:39:08, 1011 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ელჩი: რასაც გუშინ ვაკვირდებოდით, არის ღია აგრესია - მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის
საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის აგრესიული ქმედების მანიფესტაციად აფასებს. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რუსეთი შავ ზღვაში აგრესიული მოქმედებების გაფართოებას ცდილობს. „მადლობა საქართველოს ასეთი მხარდამჭერი პოზიციისთვის. მოხარული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრით მინისტრ ზალკალიანთან, რომ ინფორმაცია მივაწოდო გუშინ შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. შავი ზღვა ყოველთვის არის ჩვენი საერთო შეშფოთების საგანი, რადგან უსაფრთხოება მთავარი ზრუნვის საგანია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. რასაც გუშინ ვაკვირდებოდით, არის ღია აგრესია და ველით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ამ საკითხზე იმსჯელებს. ველით უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ღია შეფასებას. სამი ხომალდი და ეკიპაჟის 23 წევრი არიან დაკავებულები რუსეთის „ეფესბეს“ ძალების მიერ, თუმცა ისინი მხოლოდ სამი მათგანის დაკავებას ადასტურებენ. ჩვენი ინფორმაციით, 23-დან ექვსი მეზღვაური დაჭრილია. უკრაინულ ხომალდებს შეიარაღებულმა რუსულმა სამხედრო გემებმა ცეცხლი გაუხსნეს და შეიპყრეს, როდესაც ისინი ქერჩის სრუტეში შესვლას ცდილობდნენ. ჩვენ ამას რუსეთის აგრესიული ქმედების მანიფესტაციად და შავ ზღვაზე აგრესიული მოქმედებების გაფართოების მცდელობად ვაფასებთ“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა. ინფორმაციას საზოგადოერივი მაუწყებელი ავრცელებს.
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)