04:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 11:59:19, 2194 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაშია

უკრაინის სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პორო შენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. მისი გადაწყვეტილება დასამტკიცებლად უმაღლეს რადას გადაეგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics