04:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 09:18:56, 2103 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხნა, - ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბორის ბაბინმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად უკრაინის მხრიდან რამდენიმე მოქალაქეა დაჭრილი და მძიმედ დაშავებული.

ბორის ბაბინის თქმით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის პასუხად, უკრაინის უშიშროების საბჭოსგან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდება.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა და განაცხადა, რომ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.

რუსეთის უშიშროების სამსახური უკრაინის სამი ხომალდის დაკავების და ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს. რუსეთი უკრაინულ გემებს ტერიტორიულ წყლებში შეჭრას ედავება. რუსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics