|
2018-11-24 14:35:03, 2993 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში დემონსტანტებთან შეტაკებისას 7 პოლიციელი დაშავდა - აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს [LIVE]
საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ენენ-ბომონში, ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციის მონაწილეებთან შეტაკების დროს შვიდი პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ BFMTV იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების ავტომობილი გადააბრუნეს და დაწვეს. მედიის ცნობით, აქცია ქვეყნის დედაქალაქ პარიზშიც მიმდინარეობს. მოქალაქეებს ელისეის მინდვრების გადაკეტვა უნდათ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. მომიტინგეები სახელმწიფო უწყებებთან მისვლას ცდილობენ. BFMTV იტყობინება, რომ დემონსტრანტებსა და სამარტალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ცნობისთვის, საფრანგეთში მასობრივი პროტესტი 17 ნოემბერს დაიწყო. მოქალაქეები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ერთი კვირის წინ გამართულ ანალოგიურ აქციაში 287 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ ქალაქში გამართულ აქციაზე 500-მდე ადამიანი დაშავდა, ერთი კი, გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)