|
2018-11-23 16:38:17, 1307 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი - ჩვენი ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, ეს აღარ უნდა მოხდეს
„ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ, რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები, ოჯახი, ახალგაზრდები რეჟიმმა გაანადგურა“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მემორიალის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მსგავსი ფაქტები აღარ უნდა მოხდეს და სამართლიანობა აღდგეს. „მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე გიორგობა. გიორგობა არის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის სიმბოლო იმისა, როცა ბოროტსა სძლა კეთილმა და ჩვენ ამ რწმენით, ამ იმედით ვართ. ეს მომორიალი, რომელიც დღეს გაიხსნა, რომელიც ეძღვნება ახალგაზრდების და პირველ რიგში, ბუტა რობაქიძის ხსოვნას არის ჩვენი ვალი საზოგადოების, რომ არ დავივიწყოთ, რა იყო ის წლები, რომელმაც გაანადგურა ადამიანები, მათი თავისუფლება, მათი ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ გვინდა ახალი საქართველო. გუშინ იყო სიმბოლური დღე ასევე, როცა ფოტოგრაფების საქმე დასრულდა სამართლიანად და ჩვენ გვინდა ასეთი სამართლიანი საქართველო, ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ელოდება ჩვენს ქვეყანაში, ეს სამართლიანობა აღდგეს, რომ მათი სახელი იყოს გაწმენდილი, რაც იყო იმ რეჟიმის დანატოვარი, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა, არ დასრულებულა, მაგრამ დღეს არის გამარჯვების დღე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)