|
2018-11-23 16:10:38, 2576 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ჯაშუშების ახალი ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]
ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების ამსახველი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ასევე ვრცელდება სუნამოს ფლაკონის ფოტოც, რომელშიც სავარაუდოდ მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ იყო მოთავსებული. მედიის ცნობით, ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის სახელით ცნობილი პირები სოლსბერიში 4 მარტს არიან დაფიქსირებული. შეგახსენებთ, რომ სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ნამდვილი სახელები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრე მიშკინია. ცნობისთვის, სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სკანდალს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)