|
2015-06-14 14:06:25, 4768 ნახვა
კულტურა
მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო დაზიანება არ ფიქსირდება
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. როგორც გიორგაძემ ზოოპარკთან ჟურნალისტებს განუცხადა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო დაზიანება არ ფიქსირდება. მისივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, კინომსახიობთა თეატრში ბათქაში ჩამოვარდა, მაგრამ საგანგაშო ნგრევა არ ყოფილა. ამასთან, მინისტრის თქმით, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შენობაში წყალი ჩამოვიდა, თუმცა, ინსტრუმენტების გადარჩენა მოხერხდა და არავინ დაზიანებულა. მინისტრის განცხადებით, ბეთანიის მონასტერთან მისასვლელი გზის დიდი ნაწილი წყალმა წაიღო, თუმცა, თავად მონასტერს ზიანი არ მიადგა. „ჩვენ ნებისმიერი შეტყობინების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება გვექნება“, – აცხადებს მიხეილ გიორგაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)