|
2018-11-23 14:01:55, 2099 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ძაღლების უმსხვილესი სასაკლაო დახურეს
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის მწარმოებელი უმსხვილესი ფერმა დაიხურა, - ამის შესახებ CNN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასაკლაო ქალაქ სონამში მდებარეობდა. ყოველწლიურად აქ ასობით ათას ძაღლს ელექტროშოკით კლავდნენ. მედიის ცნობით, ფერმის დახურმა ცხოველების უფლებადამცველების ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ მოხდა. „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ფერმის დახურვისთვის ვიბრძოდით, ვატარებდით გამოძიებას და ვასაჩივრებდით. ყველაზე სასტიკი სასაკლაოს სახელით ცნობილი ტეიპონი, ადგილობრივ ბაზარს ძაღლის ხორცის უზარმაზარი რაოდენობით ამარაგებდა. ფერმის დახურვა ისტორიული მოვლენაა და იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯით, ქვეყანაში არსებული სხვა სასაკლაოების დახურვასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ცხოველთა უფლებადამაცველმა კიმ ჰიონჯიმ. ცნობისთვის, სამხრეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა აზიაში, სადაც ცხოველებს რეგულარულად კლავენ, იმისთვის, რომ ადამიანებმა მოიხმარონ მათი ხორცი. არასამთავრობო ორგანიზაცია Humane Society International ამბობს, რომ სტატიტიკურად ქვეყნის მასშტაბით 17 ათასამდე ფერმა არსებობს, სადაც 2 მილიონამდე ძაღღი ჰყავთ. უფლებადამცველების ანცხადებით, ფერმის შენობა მთლიანად დაინგრევა და მის ადგილას პარკი გაშენდება. BBC იტყობინება, რომ ფერმასთან ერთად დაიხურება ბაზარი "მორანი", სადაც ცხოველების ხორცი იყიდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|








epn.ge (@expressnews.ge)