|
2018-11-23 12:49:05, 1065 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა ქართველი მშვიდობისმყოფელები დალოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, გიორგობა მიულოცა და მინისტრს ხატები გადასცა, რომლებსაც ლევან იზორია ავღანეთში ჩაიტანს. ხატებს მაზარ-ი-შარიფის, ბაგრამისა და ქაბულის სამხედრო ბაზებზე მდებარე ეკლესიებსა და სამლოცველოში დააბრძანებენ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ლევან იზორია ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წმინდა გიორგის ხატებსა და 90-ე ფსალმუნებს გადასცემს. თავდაცვის მინისტრი ავღანეთში, ხატებთან ერთად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაღებულ ფილმს „წინამბრძოლს“ ჩაიტანს. წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება, ოფიციალურ პრემიერამდე, ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გაიმართება. ფილმის წარმომდგენი საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროა, რეჟისორი კი - გიორგი კიკალეიშვილი. ფილმი მისი უწმინდესობის მიერ დაწერილი მუსიკითა და მამა სერაფიმეს არამეული გალობით არის გაფორმებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)