|
2018-11-22 22:01:05, 1114 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს, ამაზე მუშაობს შკლიაროვი
„სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. მთელი უბედურება რაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში დატრიალდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მოხდა“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, 90-იანი წლების დასაწყისშიც კი რუსეთი ასეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში. „საბოლოოდ გაფორმდა ამ ორი რეგიონის სრული ოკუპაცია. ომის თემა, რომელზეც თითქოს სხვადასხვა აზრი არსებობს ქართულ საზოგადოებაში, ვის აწყობს ამის შენება - აწყობს რა თქმა უნდა, რუსეთს. პირდაპირ ჩანს რუსული კვალი. რუსი შკლიაროვი გეგმავს ამ ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მისი თქმით, არაერთხელ ძალიან ცუდი ფორმით სცადეს ეთნიკური თემების წამოწევა. „ისინი ურტყამენ ისეთ თემებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს საქართველოში, ეს არის რუსული სცენარი. რუსულ ინტერესებს ატარებდა სააკაშვილი 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ის არც ერთ განცხადებაში არ ამბობს იმას, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ეს არის ცალსახა. არის მუდმივად სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით და ამ სპეკულაციების დღის წესრიგში დატოვება არის რუსულ ინტერესებში და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში. აქ ემთხვევა მათი ინტერესები და ეს არის დღესავით ნათელი. ამაზე მუშაობს შკლიაროვი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
(NS)
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)