|
2018-11-21 12:07:00, 2610 ნახვა
მსოფლიო
ინტერპოლის პრეზიდენტი კიმ ჩონ იანგი გახდა
ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის Twitter-ზე ვრცელდება. კიმ ჩენ იანგი ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მისი არჩევა დუბაიში, ორგანიზაციის რიგით 87-ე სესიაზე მოხდა. აღნიშნულ პოსტზე მისი მთავარი მოწინააღმდეგე რუსი გენერალ-მაიორი, ალექსანდრ პროკოპჩუკი იყო. პროკოპჩუკის კანდიდატურის წამოყენებას სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. მაგალითად ლიეტუვა, ესტონეთი და უკრაინა პროკოპჩუკის არჩევის შემთხვევაში ინტერპოლის დატოვებით იმუქრებოდნენ. ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის დანიშნვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 5 ოქტომბერს მისი გაუჩინარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით დადგინდა, რომ 64 წლის მენ ჰუნვეი ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ჩინეთი აცხადებს, რომ ის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)