17:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 15:51:21, 485 ნახვა

რეგიონი
სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო.

 „ჩემი სურვილი იყო აქაური საწარმოს დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა, რადგან პირველ რიგში გამეგო რა პირობები არის, ვინაიდან მინდა ევროპული სტანდარტების შემოტანა საწარმოებშიც. ეს საწარმო, ამ კუთხით არის ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც ყველა სტანდარტს და ადამიანურ პირობას იცავს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც სამწუხაროდ ზოგჯერ დაცული არ არის. ასევე, ეს არის თანამედროვე საწარმო, მიმდინარეობს ახალი ინვესტიციები და დასაქმებულია რუსთავიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი, გაზრდის პერსპექტივაც არსებობს და ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რეგიონები განვავითაროთ. რეგიონების განვითარება კი ნიშნავს, რომ ადამიანების მიგრაცია შემცირდება, ამიტომ ეს არის მომავალი და ვისურვებ რომ ასეთი ფორმით, ასეთი დაცულობით ბევრი სხვა საწარმო არსებობდეს საქართველოში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics