19:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 15:32:27, 969 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში, ხობში, აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა. 

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

„პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის დიდი ნაწილი აქვთ დამწვარი მიღებული აქვთ სასუნთქი გზების დამწვრობაც. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად. იმედია მაქვს, ისინი ამას შეძლებენ, თუმცა, მათი მდგომარეობა რეალურად მძიმეა", - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების ახლობლებსაც შეხვდა და მათი მდგომარეობა პირადად გააცნო.
საცხოვრებელ სახლში, აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პაციენტი მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ, ორ პაციენტს კი სპეციალიზებულ კლინიკაში გადმოყვანა არ დასჭირდათ და ადგილობრივ კლინიკაში რჩებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics