|
2018-11-20 13:19:04, 1260 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი შეხვედრაც ბრიუსელში 2018 წლის 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თავისი შინაარსით უპრეცედენტოა და მსგავსი ფორმატი ევროკავშირს სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიუსელში გამგზავრების წინ განაცხადა. „ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატი, რა დროსაც გაიმართება საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. მსგავსი სახის ფორმატი, აღმოსავლეთ პარტნიორობის არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ მომავალზე, იმ ახალ იდეებსა და წინადადებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, ასევე სერიოზული მზაობა არის ევროკავშირის მხრიდან, იმისათვის რომ გვქონდეს შინაარსიანი საუბარი სექტორული თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ ეს შეხვედრა კარგი საშუალება იქნება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიც გახლავთ ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება"-განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრება თორმეტი კომისარი, რაც მაჩვენებელია მაღალი ჩართულობის. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. შეხვედრას ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)