|
2018-11-19 19:02:12, 1984 ნახვა
სამართალი
პროკურატურა საბანკო ვალდებულებების განულების ინიციატივას შეისწავლის
საქართველოს პროკურატურა მთავრობის ახალ ინიციატივას, რომელიც მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობისთვის საბანკო ვალების ჩამოწერას გულისხმობს შეისწავლის. „ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განუცხადეს „ექსპრესნიუსს" პროკურატურაში. ცნობისთვის, აღნიშნულ ინიციატივას 3 არასამთავრობო ორგანიზაციაც გამოეხმაურა. NGO-ები საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)