00:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 18:37:06, 2222 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: უნდა შეიქმნას გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებული კომპანიების პროდუქტს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე

„ჩვენ რომ ავეჯის წარმოების  ინდუსტრია  განვავითაროთ, უნდა გავაძლიეროთ ექსპორტი. ამისთვის გვჭირდება შევქმნათ სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომ მწარმოებლები საქართველოდან დავაკავშიროთ ისეთ საექსპორტო ბაზრებთან, როგორიც არის ჩინეთი, ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები" - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც  „ხელოსნების ქალაქში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით  გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში, სადაც 200-მდე კომპანიაა გაერთიანებული,  რამდენიმე საწარმოც დაათვალიერა.

„საექსპორტო ბაზრებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი საკითხი. იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, ძალიან კარგია კლასტერული მიდგომა. ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ცენტრალიზებული გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებულ კომპანიებს შეკრებენ და მათ საქონელს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე " - განაცხადა მინისტრმა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ნინო ჩიქოვანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც პალატის ძირითადი ფუნქციაა. „ჩვენ ვართ მედიატორი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და მოხარული ვარ, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში იმართება ავეჯის მწარმოებელთა შეხვედრა მინისტრთან, სადაც ყველას ეძლევა საშუალება, ღია კითხვა-პასუხის რეჟიმში დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და კითხვები დაუსვან მინისტრს" - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics