|
2018-11-19 18:27:05, 1674 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამ კვირაში პარლამენტში მივა, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიურის სხდომაზე განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წერვრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავჯდომარეს 2 კითხვით მიმართა: როდის დაიგეგმება „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების საკითხს შეეხება და როდის შეხვდება გიორგი გახარი საპარლამენტო უმცირესობას. „ორი კვირის წინ დავარეგისტრირეთ დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კონკრეტული რეკომენდაციების საკითხს. ორი კვირის წინ დარეგისტრირდა და ეს არ არის არც ბიუროს დღის წესრიგში და არც განხილული ყოფილა. რატომ არ არის და როდის დაიგეგმება ამის განხილვა? ასევე, ჩვენ ამ თემასთან მოვიწვიეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, მოსვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო თანხმობა. მაინტერესებს როდის მოვა შს მინისტრი? მაგალითად, ამ კვირაში მოახერხებს თუ არა მოსვლას? რომელიც ვიცით, რომ დაკავებულია ზუგდიდში საარჩევნო საკითხებით, მაგრამ ახლა არ შევალ ამ დისკუსიაში?“, - მიმართა სერგი კაპანაძემ. კობახიძემ „ევროპულ საქართველოს“ შს მინისტრის პარლამენტში მისვლის თარიღის დასაზუსტებლად კონსულტაცია შესთავაზა. „რეგლამენტს რაც შეეხება, კომიტეტს ჯერ არ განუხილავს და ეს არის მიზეზი. რაც შეეხება შეხვედრას, მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ამ კვირაშივე შედგება და შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი“, - აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)