16:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 16:20:55, 607 ნახვა

რეგიონი
ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით გამოფენა „ჩემი კეთილდღეობა“ გაიმართება

20 ნოემბერს, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით სასტუმრო ინტურისტში 17:00 საათზე, გაიმართება ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბავშვთა ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ჩემი კეთილდღეობა“.

ამ ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიო ბავშთა მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად გამოვლინდება 10 საუკეთესო ნახატი და ასევე მშობლების მიერ დაწერილი 10 საუკეთესო წერილი სახელწოდებით - „წერილი შვილს“.

აგრეთვე, ხელი მოეწერება სსიპ ბათუმის ბულვარსა და აჭარის ა.რ. განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის ბულვარსა და აჭარის ა.რ.სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს, ბათუმის ბულვარსა და ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს, რომლის მიზანია ბავშვთა განათლების ხელშეწყობა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ბულვარის ადმინისტრაცია სამომავლოდ აქტიურად გეგმავს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებით სოციალური პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვას.

იმის გათვალისწინებით, რომ UNICEF მოუწოდებს ყველა კერძო თუ საჯარო უწყებას აწარმოონ კამპანია #დაასრულეძალადობა და უზუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება სახლში, სკოლასა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში, მნიშვენლოვანია მოხდეს ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე თავიანთი უფლებების შესახებ. ამ დღეს, ღონისძების ფარგლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ჩაატარებს მოკლე ლექციას და მოსწავლეებს საჩუქრად დაურიგდებთ ბავშვთა უფლებათა კონვენცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics